ელვის პრესლიმ დატოვა შენობა – ბოკერია წულუკიანზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტ თეა წულუკიანზე ამბობს, რომ ელვის პრესლიმ დატოვა შენობა.

„ეს ცნობილი გამოთქმაა, რომ ელვისმა დატოვა შენობა და მაგიტომ ვთქვი, თორემ დედას გეფიცებით წულუკიანს ელვის პრესლით არ ვთვლი“,- ამბობს გიგა ბოკერია.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა პოლიციის დახმარებით დატოვა.

წულუკიანს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქტივისტები სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.

banner
წინა სტატიაში“მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს” – ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაის ხალხი, ვინც ახლა გარეთ უსტვენს ნიჩბებით ყრიდა ბავშვებს ციხეში – თეა წულუკიანი