ელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა, ისევ არ ჩატარდეს

ბრიტანელი კომპოზიტორის, მომღერლისა და პიანისტის ელტონ ჯონის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა, ისევ არ ჩატარდეს.

გამოცემა „დეილი მირორის“ ინფორმაციით, ელტონ ჯონი ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, მსოფლიო ქვეყნებში დაგეგმილ გასტროლებს წყვეტს.

გამოცემის ინფორმაციით, 70 წლის მუსიკოსი მსოფლიოს მასშტაბით კონცერტების შეწყვეტის შესახებ განცხადებას „უახლოეს დროში“ გააკეთებს. მათივე ინფორმაციით, გასულ წელს ელტონ ჯონმა 12 დღე სტაციონარში გაატარა მას შემდეგ, რაც სამხრეთაფრიკული ტურნეს დროს „სახიფათო და იშვიათი“ ბაქტერიული ინფექცია გადაედო.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბრიტანელ მომღერალს გასული წლის აპრილშიც შეექმნა, როდესაც ის ჩილეში გამართული კონცერტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა.

banner
წინა სტატიაში„ლეიბორისტული პარტია“ ელექტროენერგიაზე მომატებულ ტარიფს ასაჩივრებს
შემდეგი სტატიასკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების საკითხზე შეხვედრა გაიმართება