ამერიკელი მილიარდერი და Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი კვლავ მამა გახდა. 52 წლის მამაკაცს მე-12 შვილი შეეძინა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
გაირკვა, რომ ბავშვი 2024 წლის დასაწყისში დაიბადა, თუმცა მრავალშვილიანი მამა ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა. ბავშვის დედა, ანონიმური წყაროების მიხედვით სიობჰან ზილისაა, რომელიც Ilon-ის ერთ-ერთი კომპანიის სპეციალური პროექტების დირექტორია. რა სქესისაა ბავშვი და რა ქვია, ჯერჯერობით უცნობია.
ასევე აღინიშნა, რომ ეს არ არის წყვილის პირველი შვილი.