ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით აქცია გამართეს

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები ადმინისტრაციისგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღია.

მათივე თქმით, ხელფასებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა ადმინისტრაცია ქარხნის ბიუჯეტში თანხის არ არსებობას იმიზეზებს.

მუშების პროტესტს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსგან სადავო საკითხში სახელმწიფო მედიატორის ჩართვას მოითხოვენ და აღნიშნულ საკითხზე ხელმოწერებს აგროვებენ.

ქარხანა სააქციო საზოგადოებას ეკუთვნის და მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი, რუსეთის მოქალაქე იგორ ტურბაევია, ხოლო დირექტორი – დავით გორგოძე. აქციის მონაწილეები დავალიანების ანაზღაურებამდე პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე – რუს ოკუპანტებს სრული დაუსჯელობის განცდა აქვთ
შემდეგი სტატია,,ძალიან გინდათ, რომ მე გუნდიდან წავიდე? წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება”-თამარ ჩუგოშვილი