გელხაური – კეზერაშვილის საქმეს კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები დევნიან კრიტიკულ მედიას.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. აქ მნიშვნელოვანია და ხელისუფლების მიზანია ტელეკომპანია „ფორმულა“, მისი სარედაქციო პოლიტიკა. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, დევნიან კრიტიკულ მედიას და ამ საქმესაც იყენებენ, რათა ხვალ და ზეგ მოითხოვონ დაყადაღება, გაჩერება და შემდგომ საერთოდ გააქრონ ტელესივრციდან. ამ საქმის მთავარი მიზანი არის ის, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ შეუქმნან პრობლემები, მოხდეს მისი დაყადაღება და შემდგომ მისი გაჩუმება“, – განაცხადა გელხაურმა.

მისივე თქმით, 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის მესამე, ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება ეროვნულ სასამართლოებში. ჩვენ ვემზადებით და ვამზადებთ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის და აუცილებლად მივმართავთ, აუცილებლად იმსჯელებს სტრასბურგის სასამართლო იმ დარღვევებზე, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ჩაიდინეს“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიკორტნი: სააკაშვილს შესაძლოა, ჰქონდეს იმედი, რომ დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილი განიხილება, როგორც ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა
შემდეგი სტატიაჩარკვიანი: ასეთ რეჟიმში ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას