ელიზაბეთ რუდი : მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 11:17

ელიზაბეთ რუდი : მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

აშშ-ი შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, განსაკუთრებით სოფელ ჩორჩანაში, მოვუწოდებთ რუს და ოს მხარეს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სიტუაციის განმუხტვისთვის გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ცხელი ხაზი.

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს საკუთარი ძალები. ასევე ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია ადმინისტრაციულ საზღვარზე, რადგანაც ეს იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტი“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 11:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics