ელისო ბოლქვაძე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე გამოყოფა მნიშვნელოვანია

უმრავლესობის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი დანიშვნის საკითხზე გუნდში კონსულტაციები არ ჰქონია და აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

„ვერ დაგიდასტურებთ ოფიციალურად, როგორც თქვენ, მეც ისე წავიკითხე ინფორმაციის სახით, ჯერჯერობით ამ საკითხზე კონსულტაციები არ მქონია, ალბათ გამაგებინებენ, დაველოდოთ მოვლენებს. ხვალაა კომიტეტის სხდომა და იქ იწყება გაყოფის პროცედურა, ეს ნამდვილად ვიცი. ზოგადად, გაყოფის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის თემები და სეგმენტია, რომელიც აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

მისივე შეფასებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე გამოყოფა მნიშვნელოვანია.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გაიყოფა და მას კულტურის მიმართულება გამოეყოფა, მმართველი გუნდი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

კომიტეტის გაყოფასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტში ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

კულტურის კომიტეტის გამოყოფის მიზეზად შესაბამისი სამინისტროს გაყოფა და კულტურის სფეროს პრიორიტეტულობა დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – არცერთი კოვიდპაციენტი საქართველოში არ დაზარალებულა ჟანგბადის ან სუნთქვის აპარატების არასაკმარისი რაოდენობის გამო