ელისო კილაძე:”გარკვეული ძალები ცდილობენ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტს დეზინფორმაცია შეუგდონ”

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

kiladze“ეს არ არის პირველი შემთხვევა, სადაც გარკვეული ძალები ცდილობენ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტს დეზინფორმაცია შეუგდონ. ანალოგიური მცდელობა იყო მაკა მოსიაშვილთან მიმართებაში.თემა ერთად გავიარეთ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივედით. ანალოგიური მცდელობა ერთხელ უკვე იყო ზაზა სვანაძესთან მიმართებაში. ზაზამ მე ჩამაყენა საქმის კურსში და მარტივად გასაშიფრი გახდა ის სქემა რა სქემითაც მათ ინფორმაციას აწვდიდნენ ექს-პრემიერ ღარიბაშვილის ახლო ნათესავები. ანუ ესეც იყო დეზინფორმაციის არხი. სამწუხაროდ, წუხელ გვიან ღამით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქმის კურსში არ ვიყავი.ეს არ არის გაზეთ “ქრონიკა+”-თან შეთახმებული პოზიცია”-აცხადებს გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

მისივე განცხადებით მისთვის გაუგებარია თუ რატომ მიიღო ზაზამ ეს გადაწყვეტილება.”საქმის კურსში არ ჩამაყენა და რედაქციასთან შეუთახმებლად “ქრონიკა +”-ის სახელით გააკეთა განცხადებები.საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა და მათი გეგმები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამიზნული პროვოკაცია მისი, როგორც ჟურნალისტის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილი და ის ჯგუფი, სისტემატიურად ამხელს თბილისის მერს დავით ნარმანიას, სისტემატიურად აქვეყნებს “ქრონიკა +”-ში მერიაში, გამგეობებში, მუნიციპალიტეტებში კორიფციულ ფაქტების შესახებ და აქედან გამომდინარე არ იმსახურებს იმას, რომ “ქრონიკა +”-ის ჟურნალისტმა, დამწყებმა ჟურნალისტმა რაიმე დეზინფორმაცია გაავრცელოს. ზაზას დილიდან ვუკავშირდები, მაგრამ ის კონტაქტური არ არის და როგორც კი მექნება კონტაქტი გავრკვევ ვინ იყო ამ დეზინფორმაციის წყარო.
საინფორმაციო სააგენტოს “თაიმერის” რედაქცია უფლებას იტოვებს გვერდიდან წაშალოს გვიან ღამით, “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაში“ე.წ. ფინანსური პოლიცია საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – საარჩევნო სიაზე პოლიტსაბჭო და გუნდი იმსჯელებს