ელისო კილაძის სკანდალური განცხადება- ვინ არის ეკა ბესელია?!

ელისო კილაძე: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს“

kiladzeელისო კილაძისა და ეკა ბესელიას დაპირისპირება გრძელდება. ჟურნალისტი დეპუტატს ახალ ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შუამავლის მეშვეობით მას „თავის დანებებას“ და „შერიგებას“ სთხოვდა. ელისო კილაძე ასევე აცხადებს, რომ ბესელიას ინტერესებზე შეწყალებისა და „უდოს“ სიებთან დაკავშირებით შსს ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საქმის კურსში, თუმცა ამ საქმეს მაშინ გაგრძელება არ მოჰყვა. კილაძე ე.წ. კანონიერი ქურდების გათავისუფლებას იხსენებს და უმრავლესობის დეპუტატს კორუმპირებულს უწოდებს:

„ქალბატონმა ბესელიამ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ქეთევან ზარნაძის, ლადო ბედუკაძის მხრიდან ნამდვილად ხელისუფლების შეკვეთილია იმიტომ, რომ მან ცნობილი კომპრომატი გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ, რომ თითქოსდა ვიღაც ნუკრი არსებობს, რომელიც არის აგენტი და ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. ქალბატონი ბესელია ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მიიღებს კიდევ ერთ სარჩელს სასამართლოში, მობრძანდეს სასამართლოში და დაადასტუროს რა ინფორმაცია აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კომენტარს არ ვაკეთებ- ყველაზე მარტივი გამოსავალია. ის არის კორუმპირებული და მისი უშუალო ხელშეწყობით „უდო“-ს კომისიაზე ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე ორი კანონიერი ქურდი იქნა უდოთი გათავისუფლებული.

მე გვარებიც შემიძლია დაგისახელოთ – გიორგი ავალიანი და მეორე გვარად ტვილდიანი, სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს, მეტსახელად „ჰალვა“. ესენი გაუშვეს უდოს კომისიით, გაუშვეს კონკრეტული ამოცანებით, რომ ჰუდონჰესთან ქონდათ პრობელმა და უნდა დახმარებოდნენ ისინი მოსახლეობასთან პრობლემის მოგვარებაში. ასე, რომ ბესელია ძალიან ნუ გაიკვირვებს იმას, რომ ვინმე მის კორუმპირებულობაზე ალაპარაკდა და ალაპარაკდა იმ ინტერესებზე, რომელიც მას ჰქონდა პატიმრების სიების შედგენისას. მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ზამთარში შსს-საც ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია, რომ ბესელია ამ საქმეში იღებდა ფულს, უბრალოდ იმის გამო, რომ მაშინ ის საკმაოდ გავლენიანი იყო ღარიბაშვილის კარზე, ამ საქმის გამოძიება არ მოხდა. მე ვურჩევ მას კარგად გაიხსენოს ის ადამიანები, ვისაც შუამავლებად აგზავნიდა ჩემთან რუსთავი 2-ის გახმაურებული ეთერის შემდეგ, რომ მე მისთვის თავი დამენებებინა და საერთოდაც იქნებ შევრიგებულიყავით. ჩემგან მან მიიღო უარი და ყველა ჯერზე, ქართული ოცნების ყველა წარმომადგენელი ანალოგიურ შემოთავაზებაზე ჩემგან აუცილებლად მიიღებს უარს. ის ადამიანი გახლავთ დეპუტატი, ვისაც აგზავნიდა, ის გახლავთ მისივე კომიტეტის წევრი, მაგრამ ის არის ჩემი მეგობარი და ბესელიასგან განსხვავებით, მე არც მის მესიჯებს გამოვიყენებ და გამოვაქვეყნებ და არც მის ვინაობას დავასახელებ…ეს მასალები მე გამოქვეყნებული მაქვს თავის დროზე „ქრონიკა+“-ში პროკურატურა თუ დამიბარებს მივიტან ამ გამოქვეყნებულ მასალებს, მტკიცებულებებიც თუ ჟურნალისტებმა უნდა შევაგროვოთ ინფორმაციებთან ერთად, მაშინ პროკურატურა და შსს რაში სჭირდება ამ ქვეყანას? კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვენდობი ალეკო ელისაშვილის განცხადებებს და მე დარწმუნებული ვრ, რომ ის რაც ელისაშვილმა განაცხადა, არის აბსოლუტური სიმართლე“,- განაცხადა ელისო კილაძემ „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ კომენტარში.

წყარო:

banner
წინა სტატიაშიარაბი ბიზნესმენის სტუმრობა საქართველოს კულტურის პალატაში
შემდეგი სტატიაელისო კილაძე “თაიმერს” მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის