ელისო კილაძის შვილის, პროცესი სააპელაციო სასამართლოში 12 აპრილს გაიმართება

“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის,დავით ხარშილაძის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 22 მარტის ნაცვლად,12 აპრილს გაიმართება.ჟურნალისტი პროცესის გადატანას მის გუშინდელ ბრიფინგს უკავშირებს,სადაც მან პარლამენტის დეპუტატები ეკა ბესელია,სოფიო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
“გუშინ წერილით მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,სახალხო დამცველს,საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს,ფაქტია რომ სააპელაციოში რაღაც ნამდვილად ხდებოდა,ამიტომ კოლეგიის თავმჯდომარე მოულოდნელად შვებულებაში გავიდა და პროცესი 12 აპრილს გაიმართება.იმედს ვიტოვებ რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს,-განუცხადა თაიმერს ელისო კილაძემ

banner
წინა სტატიაში“გირგვლიანის შესწორებები” მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს- წულუკიანი
შემდეგი სტატიაბათუმში მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა