ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის დაკავების საქმეში ახალი სკანდალური დეტალები გამოიკვეთა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 21, 2017 12:12

ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის დაკავების საქმეში ახალი სკანდალური დეტალები გამოიკვეთა

სისხლის სამართლის საქმეში დევს მხოლოდ ორი პოლიციელის ზაქარია ვასაძის და ვალერი ჩიბირაშვილის ჩვენება, ორივე მათგანი ადასტურებს რომ დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ მხოლოდ ისინი, მათ თან ახლდათ გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი.
ხარშილაძის დაკავების თვითმხილველი მოწმის შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებულ ფირზე რეალურად ჩანს 12 ზე მეტი პოლიციელი.
„ქრონიკა +“-ის რედაქტორმა შემთხვევის ადგილას მყოფი პოლიციელების სახელები და გვარები გაასაჯაროვა და ასევე დაასახელა შს სამინისტროს იმ მაღალჩნოსნის ვინაობა, რომელიც პირადად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და პირადად ხელმძღვანელობდა დავით ხარშილაძის დაკავების სპეცოპერაციას
„ჩემი შვილის სისხლის სამართლის საქმე შეკერილია, რეალურად მისი დაკავების ადგილას იმყოფებოდა არა ორი, არამედ გაცილებით მეტი ადამიანი, ჩვენი ძალებით მოვახერხეთ ფირზე აღბეჭდილი პოლიციელების იდენტიფიკაცია. ესენი არიან ალექსი კობაიძე, არჩილ ოქრუაშვილი, ალექსანდრე ჯაფოშვილი, მიხეილ ჩივიაშვილი, ამასთან შემთხვევის ადგილას კადრში ჩანს შს სამინისტროს მაღალჩნოსნის სამსახურებრივი ავტომანქანა, ამ ავტომანქანით დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას პირადად იმყოფებოდა შს სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი, დავით ხარშილაძის ჩვენების მიხედვით,სწორედ ამ ავტომანქანიდან გადმოიღო ზაქარია ვასაძემ ის ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც მას ქურთუკის ჯიბეში ჩაუდეს. ჩემი ინფორმაციით, ის დაკითხულია ქ.თბილისის პროკურატურაში, ჩვენებაში ამბობს, რომ საქმე ჰქონდა თბილისის მერიაში და დაკავების ადგილას შეიარა. არადა ფირზე მკაფოდ ჩანს, რომ რამაზ თარაშვილი ბოლოს ტოვებს ჩვემი შვილის დაკავების ადგილს 16:40 წუთზე. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ჩემი შვილის წინააღმდეგ განხორციელდა სადამსჯელო სპეცოპერაცია,რომელსაც სოსო გოგაშვილის დავალებით რამაზ თარაშვილი ხელმძღვანელობდა, თარაშვილი სწორედ გოგაშვილის რეკომენდირებულია ამ თანამდებობაზე“- განაცხადა ელისო კილაძემ.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 21, 2017 12:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics