25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ელისო კილაძის შვილი: 3 თვეა ადვოკატების სიტყვას ვენდობი, რომ მხნედაა და არაფერი უჭირს

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დავარღვიო სიჩუმე!

რადგან ელისოს პირადი გვერდი დაბლოკილია, გამოიწერეთ ეს გვერდი. აქ დავდებ, მის შესახებ,ყველა სიახლეს.

დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით. როგორც იცით, 25 მაისს არის ჩანიშნული წინა სასამართლო პროცესი. მინდა მივმართო ჟურნალისტებს , იურისტებს და საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ და შეიქმნას პეტიცია, სასამართლო პროცესების გახსნის და საჯაროობის მოთხოვნით.
ოჯახის წევრები და ჟურნალისტები შეუშვან სასამართლო დარბაზში.
პროკურატურამ, საქმეს,გრიფით საიდუმლო დაადო. არც მას , არც ოჯახის წევრებს და ადვოკატებს არ აქვთ საჯარო განცხადებების გაკეთების უფლება, საქმის მიმდინარეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში,ციხეში პირობების გამკაცრებით ემუქრებიან 56 წლის ქალს! ჟურნალისტს! მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმიანობის და შეუპოვრობის გამო!
არ აქვს ზარის განხორციელების უფლება, წერილის დაწერის ან მიღების უფლება.
3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია, 3 თვეა ადვოკატების სიტყვას ვენდობი, რომ მხნედაა და არაფერი უჭირს…

გახსენით სასამართლო პროცესი,”_  წერს ელისო კილაძის შვილი.

banner
წინა სტატიაშიმელაშვილი: მსოფლიო შპიონაჟის ისტორიას არ ახსოვს, რაც საქართველოში მოხდა!
შემდეგი სტატია“ხარება” არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოსაც მიღებდა – ხაბეიშვილი