26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ელისო კილაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის, კერძოდ კი, წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

სხდომას ესწრება ელისო კილაძე.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული პირების საქმისგან ცალკე წარმოებად გამოიყო კილაძის საქმის წარმოება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილმა თავისი მდგომარეობა გამოიყენოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ემსახურება
შემდეგი სტატიაკალასი: ნატო ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად რჩება