“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი, ელისო კილაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჟურნალისტის მიერ პირად გვერდზე გამოქვეუნებული “პოსტი” ნიკა მელიას “ენმ”-ის თავმჯდომარეობის პერიოდიდან იწყება, სადაც ფაქტები ქრონოლოგიურად მიდის დღევანდელი დღის მთავარ მოვლენამდე (ლილუაშვილის დაკავებამდე).
“თაიმერი” ელისო კილაძის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
“დავიწყებ ცოტა შორიდან:
ნიკა მელია ენმ-ს თავმჯდომარეა, კეზერაშვილი ხაბეიშვილს უქმნის ანტიკორუფციულ ბიუროს და ხაბე იწყებს ქოლცენტრებზე თემის აწევას, ამ თემას ატირაჟებს ოპოზიციური მედია, და ლილუაშვილი ჩივის სასამართლოში (ცხადია, იგებს).
რაღაც პერიოდი, ქოლცენტრების თემა გაჩერებულია, მერე ერთმანეთში ლაგდებიან (იმ მომენტისთვის დეტალები არ ვიცი), კეზერა იწყებს ქოლების მოხოდვას, მე მის ქოლებს დავსდევ ფეხდაფეხ (ბათუმი, თბილისი გახსოვთ შევარდნები), ხაბე გაიტრუნა, მედიებიც, ჩემს აქტიურობას ოპოზიციური მედია არ იმჩნევს!!
(ნომადაოს ისტორია წინა სტატუსში მოვყევი).
მერე
მე ნარკოსკანდალს და ბარიგების თემას შევეჭიდე, ქოლცენტრების მუშაობას ვეღარ მივადევნე თვალი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა კეზერას ფული მედიის გარდა, ოპოზიციურ პარტიებში ჩაისხა (გახარიასაც აფინანსებდა), იძულებული გახდნენ და ორი დიდი ქოლცენტრი დალუქეს ვაკე პლაზაში!
მაშინ ვიხუმრე-ჩაიხსნა რევოლუციის ფული თქო😃🙈(დღემდე დაატარებენ ამ სტატუსს).
ოღონდ, იქამდე ზედ არჩევნების წინ, კეზერა მეც მთავაზობდა დალაგებას, ტვ პირველის დირექტორი ვატო წერეთელი გამომიგზავნა, პროექტებს დაგიფინანსებო-უარი ვუთხარი (ლაივში მაქვს მოყოლილი ეს დეტალები)
ჰოდა, მორჩით რა სპეკულაციებს!!
სულ დეტალებში ვიცი, რამდენს უგზავნიდა მთავარ არხს და ტვ პირველს, ეთერიდან ჩემს მოხსნაში (“ფორმულა” ისედაც მისი იყო)
რაც შეეხება ლილუაშვილს-ცხადია,სუს-ის კრიშის გარეშე ერთი ქოლცენტრიც ვერ იმუშავებდა‼️‼️
P.s.ლილუაშვილთან რომ ფოტოსთვის რიგში იდექით (თბილისობაზე გნახეთ), ის ჟურნალისტები სად ხართ ?!” – წერს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში.
















