7.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ელისო კილაძის ადვოკატი: “იქიდან, რაც მაგ ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება”

„ხელოვნურად შექმნილი“ – ასე აფასებს ელისო კილაძის ადვოკატი ჟურნალისტის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

ვალერი გელბახიანის თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნის რეალური მიზანი ბრალდებულის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორებაა.

ელისო კილაძე ფიქრობს, რომ მისი დაკავება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში შედიოდა.

ჟურნალისტის ადვოკატი აანონსებს, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესზე ვრცელი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რათა საზოგადოება სიმართლეში დაარწმუნოს.

„სინამდვილეში, იქიდან, რაც მაგ ბრალში წერია, არცერთი სიტყვა არ დადასტურდება“, – ამბობს “პირველებთან”  გელბახიანი და  საქმეში არსებული მტკიცებულებების გადამოწმებას დამოუკიდებელი და კომპლექსური ექსპერტიზის გზით ითხოვს.

ადვოკატი ხელისუფლებისადმი უნდობლობასა და მართლმსაჯულების დაბალ სანდოობაზე მიუთითებს.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ელისო კილაძე გუშინ დააკავეს. ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მისი მისი გარემოცვის- ძმებ მიქაძეების, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელის მიმართაც.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: “ხელისუფლების მიზანია ებრძოლოს საუკეთესო უნივერსიტეტებს, რადგან ხარისხიანი უნივერსიტეტები არასოდეს არიან მთავრობის მორჩილი”
შემდეგი სტატია“ღობე დაზიანდა ფიზიკური ძალის ზემოქმედებით და ჭრის კვალი არ აღენიშნებოდა” – სასამართლო პროცესზე ექსპერტს მოუსმენენ