ელისო კილაძე:”ვაშაძესთან მოლაპარაკებებს მამაცაშვილი აწარმოებდა”

ელისო კილაძის მორიგი სკანდალური პოსტი-პანდორას ყუთი გაიხსნა !!!!

11JHKHJ“დაახლოებით ერთი თვის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძეს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მისი ჭიათურელი ნათესავების მეშვეობით ელაპარაკებოდა. მოლაპარაკება ეხებოდა “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას და ახალი პოლიტიკური ცენტრის- “გირჩის” მსგავსად შექმნას”-აცხადებს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

“მოლაპარაკების თემა ასევე იყო, გიორგი ვაშაძეს თუ ექნებოდა ამის შესაძლებლობა, ნაციონალური მოძრაობიდან გარკვეული წევრები წამოეყვანა და პარლამენტში შეექმნა ფრაქცია. ეს ინფორმაცია იყო ძალიან ზუსტი იმიტომ, რომ იყო ვიწრო წრიდან გამოჟონილი ამბავი. რეალურად ასეც მოხდა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გიორგი ვაშაძემ დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” . ის შექმნის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას. ეს იქნება “გირჩის” მსგავსად “ქართული ოცნების” სატელიტი და სავარაუდოდ ექნება შანსები იმისა, რომ მოხვდეს მომავალ პარლამენტში. ძალიან მარტივი ტესტია. დავუკვირდეთ ჩვენ, “გირჩის” მსგავსად გიორგი ვაშაძე აკრძალავს თუ არა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხსენებას, აკრძალავს თუ არა საუბარს მისი ნათესავების ბიზნეს- ინტერესებზე, აკრძალავს თუ არა საუბარს სხვა ტიპის ქმედებებზე, რაც ქვეყანაში ივანიშვილის სახელს უკავშირდება.და ეს ასეც იქნება. მე თქვენ გარწმუნებთ. “გირჩის” შემთხვევაშიც ასე მოხდა და ჩვეულებრივი პროცესია. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური გუნდის იმედად აღარ არის იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს და ქმნის წვრილ სატელიტ ორგანიზაციებს. უჩა მამაცაშვილმა წარმატებით ეს ამოცანა და როგორც “გირჩის” შემთხვევაში, მაშინაც ის იყო მომლაპარაკებელი და დამფინანასებელიც უპოვა. ახლა რომელიმე, ყოფილი, ნაციონალური მოძრაობის ფრთებქვეშ მყოფი ბიზნესმენი ან კოხოძე, ან ჩოჩელი ან ვინმე სხვა მოიგებს რამდენიმე ტენდერს ამ გაზაფხულზე იმისთვის, რომ გიორგი ვაშაძე დააფინანსოს.” -განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაში,,არჩევნების საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები ალბათ გაიმართება”
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე სახალხო დამცველს შენიშვნას აძლევს