ელისო კილაძე:ტერორისტული დაჯგუფების წევრი 2 თვის წინ სარფის საბაჟოდან შემოვიდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა„მას შემდეგ, რაც რაქა დაეცა, ისლამური ხალიფატის სხვადასხვა გავლენიანი ლიდერები, ვინც გადარჩა ცოცხალი, ყველა წავიდა ე.წ. ფსკერზე, გადავიდა იატაკქვეშეთში, ეს ზამთარი რომ გამოეზამთრებინათ და შემდგომ გაზაფხულზე ან დაეტოვებინათ ქვეყანა ან სხვა უფრო უსაფრთხო თავშესაფარი მოეპოვებინათ, რა გახდა სპეცოპერაციის დაწყების მიზეზი? სპეცოპერაციის დაწყების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომელიც სუს-ისგან დამოუკიდებლად მიიღო ანტიტერორისტულმა სამსახურმა და დააკავა სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ის პირი, რომელიც დღეს ჰყავთ მოდულში, გგონიათ, რომ დაკავებულის ვინაობას შეგნებულად არ გვიმხელენ? არა, ნამდვილად არ არის მისი ვინაობა იდენტიფიცირებული, ის თავად სახელს და გვარს არ ამბობს და ჩემი ინფორმაციით, მას აქვს 5 სხვადასხვა ტიპის პასპორტი, მათ შორის ერთი ქართული. ჩემი ინფორმაციით, დასაბუთებულად შემიძლია გითხრათ, რომ ორი თვის წინ შემოვიდა საქართველოში ქართული პასპორტებით, სარფის საბაჟოდან, სრულიად ლეგალურად, ავტომანქანით, რომელიც ეკუთვნოდა სპეცსამსახურს, კონკრეტულად კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მათ გაიარეს მხოლოდ საპასპორტო შემოწმება და მორჩა“, – აცხადებს ელისო კილაძე P.S.-თან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისაია წლის ბოლოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა