ელისო კილაძემ “ქოცი წყაროები” ჩამოთვალა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს, რომ სუს-ი დაინტერესებული იყო მისი წყაროებით, მაგრამ “ვერცერთი ვერ გაარტყა”, სანაცვლოდ კი თავად ჟურნალისტმა “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა “სიმართლე ქოც წყაროებზე”.

“სუსი და ასეთი ბრიყვი არ გამიგია-ერთი წყაროც კი ვერ გაარტყეს.
ახლა მე გეტყვით სიმართლეს ჩემს ქოც წყაროებზე:
1.უჩა მამაცაშვილი-კახელების კლანზე
2.დავით ოქიტაშვილი-ჯანყარაშვილ -ჩხენკელის კომპრომატებით(მათ შორის,ოლიმპიადის”ატკატებზე”)
3.ლალი მოროშკინა-სოზარ სუბარის და დიმა დარბაისელის კომპრომატებით.
4.ნუგზარ ფოფხაძე-ღარიბაშვილის დაკვეთებით რესპუბლიკელებზე და საპატრიარქოს ამბებით
5.გიორგი უძილაური-მიმდინარე ამბებით კვირაში ერთი ვიზიტით “ქრონიკა+”-ის ოფისში
6.ნესტანი – პიკანტური დეტალებით გოგაშვილის საქათმეზე,მათ შორის გიორგი მამაცაშვილზე
და მთავარი-ირაკლი ღარიბაშვილის შუამავალი სუსის მაღალჩინოსანი,რომელიც”ქართული ოცნების”დეპუტატმა მომიყვანა.
ჩვენი შეხვედრის აუდიო მასალას “მხილების” დასრულების მერე გაახლებთ !!!
ისწავლეთ სკანდალის მნიშვნელობა,თქვე ბანძებო !!!!”, – წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ასადის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიათაკო გაჩეჩილაძე 2017 წლის ევროფესტივალს გამოეთიშა