ელისო კილაძემ კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა

https://youtu.be/EYLfxiWNMJs

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდარამდენიმე წუთის წინ ელისო კილაძემ კიდევ ერთი სკანდალური განცადება გააკეთა.კილაძე აცხადებს, რომ ადვოკატი, რომელიც ნარკომოვაჭრე ანასტასია ზაუტაშვილის ინტერესებს იცავს, დეპუტატ გედევან ფოფხაძის ახლო მეგობარია.

ამას გარდა, კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მირიან ნიკოლაძეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ამზადებს.

“მირიან ნიკოლაძის დღევანდელი განცხადება შანტაჟს შეიცავდა. ის ამბობდა, რომ, თუ წლის ბოლომდე რაღაც არ მოხდება, ვიღაც თვითდაზიანებას მიიყენებს. ამ ადვოკატის განცხადებებს არ ვენდობი იმიტომ, რომ ის გედი ფოფხაძის ახლო მეგობარია და ანასტასია ზაუტაშვილის სიჩუმის გარანტი. ნიკოლაძეს საგარეჯოს მაჟორიტარად ამზადებს ქართული ოცნება,” – განაცხადა ელისო კილაძემ თოქ-შოუ არჩევანში.

როგორც კილაძე ამბობს, „ოცნებას“ ბესელია და კობახიძე სახეებად აღარ გამოადგება. რაც შეეხება ე.წ. კოკაინის საქმის სკანდალს, კილაძე ამბობს, რომ ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალება მარტივად ვეღარ მოხდება:

„ამ გახმაურებული სკანდალი მერე წარმოუდგენელია, რომ ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალება მოხდეს ასე მარტივად, თუ საერთოდ მოხდა. თუმცა მან საკმაოდ უცნური განცხადება გააკეთა, რომ მე პროკურატურა გამიშვებსო და რის სანაცვლოდ გაუშვებს პროკურატურა, დუმილის სანაცვლოდ? მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ადვოკატი მირიან ნიკოლაძე, რომელიც ეხლა გამოჩნდა ანასტასია ზაუტაშვილის საქმეში გედევან ფოფხაძის ახლო მეგობარია და მის ამოცანა სწრედ არის ზაუტაშვილის სიჩუმე და მირიან ნიკოლაძეს საგარეჯოს ქართული ოცნების მაჟორიტრობას პირდებიან 2016 წლის არჩევნებში. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგს, ამ საქმეზე მე ვფიქრობ, რომ დადგება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ქართული ოცნების სახეები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია იყვნენ. არა მგონია, რომ ქართულ ოცნებას კობახიძე და ბესელია პოლიტიკურ სახეებად გამოადგნენ“,- აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაში,,მე გვარები იმიტომ არ დამისახელებია, რომ მერე ეს თემა სავაჭრო გამეხადა”
შემდეგი სტატიაუკონტაქტო პატრულირება ანუ რას ნიშნავს ,,გოჩა დაბნეულია”