ქრონიკა+“– ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ დღეს გამომცემლობის ოფისში მედიის წარმომადგენლებს ვიდეო-ფირები წარმოუდგინა, რომელშიც ასახულია ე.წ „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის შვილის ნათლობა, რომლითაც კილაძის თქმით მტკიცდება, რომ პაატა ბურჭულაძეს ტარიელ ონიანთან მჭიდრო ურთიერთობა დღემდე აქვს.
,,რამდენიმე კითხვა მაქვს: პირველი – პაატა ბურჭულაძე სახელმწიფოს ხალხისთვის გვპირდება თუ ქურდებისთვის? მეორე – ზურაბ ჯაფარიძისთვის რამდენად მისაღებია მსგავსი მენტალობის პერსონასთან ერთად ერთ ბლოკში ყოფნა? მესამე – გამარჯვების შემთხვევაში, ვინ მაძლევს გარანტიას იმისას, რომ რეალური მმართველი ტარიელ ონიანი არ იქნება, გიორგი ვაშაძე? და ბოლოს – აღძრავს თუ არა საქმეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით საქართველოს პროკურატურა? -აცხადებს ელისო კილაძე.