ელისო კილაძე:”ყველაზე ხალხმრავალი ისევ წალენჯიხის ავტობუსი იქნება”

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

eliso-kilaZeელისო კილაძე „ოცნებას“ აფრთხილებს და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე ვერ სწავლობს,“ – ამის შესახებ „თაიმერთან“ საუბრის დროს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მყოფი ადამინები ვერ მიხვდნენ, რომ ძალადობა გამართლებული არაა და ძალადობით ხელისუფლების შენარჩუნებაც შეუძლებელია.
„ის, რაც სამგრელოში მოხდა, ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენია. როგორც ჩანს, „ოცნება“ არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარებას, ან არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს. ამიტომ, იმის წარმოდგენაც კი, თუ რა მეთოდებს გამოიყენებს ხელისუფლება შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არ მინდა,“ – ამბობს კილაძე და იმ ადამინებს, რომლებიც მსგავს ძალდობას 9 წელი აპროტესტებდნენ და კამპანიებს – „ამოიცანი მოძალედე“, „ამოიცანი ჯალათი“ აწყებოდნენ, რა დროსაც ყველა მოძალადის იდენტიფიცირება ხდებოდა, ძალადობა დღესაც გაპროტესტონ.

tyeshelashvili
„ამის გაკეთება დღესაც ადვილია, მით უმეტეს, რომ კადრებში ყველას სახე ჩანს. სხვათა შორის, ერთი მათგანის სურათი უკვე გამოვაქვეყნე. ის წესების გარეშე ბრძოლი მწვთნელი კობა ტყეშელაშვილია. გული ძალიან დამწყდება, თუ გაგვიგე, რომ ამ ინციდენტში რაგბისტები, ან მოჭიდავეები მონაწილეობდნენ,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ელისო კილაძე და ხელისუფლებას ურჩევს, ძალადობას თავი დაანებონ.
„ძალადობა ყოველთვის შობს ძალოდობას. ამიტომ, „ოცნებამ“იმაზე იფიქროს, თუ როგორ მივიდეს ამომრჩევლამდე და ხალხი როგორ დაარწმუნოს, რომ ხმა მას მისცეს. იმას, რაც ხდება, სამეგრელო არავის აპატიებს და ამის მერე, ნუ გაუკვირდებათ, თუ 2016 წლის არჩევნების მერე, მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარდება და ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ისევ წალენჯიხის ავტობუსი იქნება,“ – ამბობს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია„ნაციონალები“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა გეგმავენ”