ელისო კილაძე:ირაკლი შოთაძემ, ვახტანგ გომელაურმა და სოსო გოგაშვილმა დატოვონ თანამდებობები

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ“მოხდა ყოვლად წარმოუდგენელი და ცინიკური ფაქტი. პროკურატურაში დაკითხვის პროცესში ის ადამიანი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა, მუქარანარევ კომენტარებს წერდა და ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, იმიტომ რომ ბოლო მომენტში მან შეიცვლა სახელი და დაირქვა ელისო კილაძე”-აცხადებს პროკურატურიდან გამოსული “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე. მისივე განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს მთავარი პროკურატურა და, საერთოდ, ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს! როგორც ელისო კილაძემ “თაიმერთან” საუბარში აღნიშნა, ირაკლი შოთაძეს 13 მარტის შემდეგ უნდა გამოეძია, სად , რომელი IP- მისამართიდან აიტვირთა ეს მასალები. დაადგინეს თუ არა იმ პირთა წრე, რომელიც ფლობდა ამ მასალებს?- გეტყვით, რომ თბილისში რამდენიმე ათეული ოფისი და სახლია გაჩხრეკილი. კეთილი ინებოს და საქართველოს მთავრმა პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვოს ინფორმაცია, საიდან რა არის ამოღებული. იყო თუ არა კერძო პირების ხელში ფირები. რაც შეეხება სპეცსამსახურს, როგორც “ქრონიკა+”ის რედაქტორი აცხადებს, აქ სრული უნიათობა სუფევს – მაშინ , როდესაც ჩემი დაკითხვა მიმდინარეობდა, პროფილი ლაივში იყო და ამ წუთებშიც არის. არ იბლოკება. არ ხდება IP-მისამრთის დადგენა , საიდანაც ანალოგიური ტიპის ინფორმაცია ვრცელდება.

მე, როგორც კანონ მორჩილი მოქალაქე, ყველა დაძახებაზე მივედი. ჩვენება მიცემული მაქვს, მტკიცებულებები მიტანილი მაქვს. ამის შემდეგ მე დაკითხვაზე არ მივალ! დღეიდან ვითხოვ კატეგორიულად, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ვახტანგ გომელაურმა და სოსო გოგაშვილმა დატოვონ თანამდებობები, იმიტომ რომ ისინი სხვა უფრო დიდი საფრთხის შემთხვევაში როგორ დაიცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას?!

banner
წინა სტატიაშიახალი კადრები არ გავრცელებულა – პროკურატურა
შემდეგი სტატია(video) თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე, 29 წლის ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი იყო