ელისო კილაძე:გარდაცვლილის ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი შვილი

ჟურნალისტი ელისო კილაძე გუშინ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდას ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყო მისი და ნებისმიერ ადამიანის შვილი.

როგორც გადაცემა “რეაქციაში” ელისო კილაძემ განაცხადა, მას პროკურატურის მხრიდან მომხდარის გამოძიების იმედი არ აქვს.

“გარდაცვლილის ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი შვილი, რომელმაც ასევე დაკარგა გონება დაკავებისას და არ გამოიძახეს სასწრაფო. ნებისმიერ თქვენგანის შვილი შეიძლება აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში, როდესაც პოლიცია ძალადობს ადამიანებზე”,- განაცხადა ელისო კილაძემ.

მისივე თქმით, არ დასჯილან ის პოლიციელები, რომლებიც მისი შვილის საქმეში ფიგურირებდნენ.

“ოფიციალური მასალების მიხედვით, საქმეში სამი პოლიციელი ფიგურირებდა. ფირის მოპოვების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იყო 10 და რეალურად შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანი რამაზ თარეშვილი. პროკურატურამ კი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში იმის მაგიერ, რომ დაესაჯა ჩამდები პოლიციელები. აქედან გამომდინარე მე არ მჯერა იმის, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს. არ გამოიძიებს იმიტომ, რომ ასევე იყო აღძრული საქმე ჩემი შვილის დამკავებლების მიმართ, რომელიც არ გამოიძიეს. მაგრამ აქ მთავარი არის გუშინდელი ფაქტი. სად არის ოპერატიული მასალა?”,- აცხადებს კილაძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ,,სატანა-2,,-ს ტესტირებას იწყებს
შემდეგი სტატიაკიევის მერია აქციის მონაწილეებს კარვების აღებისკენ მოუწოდებს