ელისო კილაძე:ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს ,რომ მისი სკანდალური ჩანაწერი პატრიარქზე ლაშა ნაცვლიშვილმა უკვე გაყიდა

მე მგონი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს ,რომ მისი სკანდალური ჩანაწერი პატრიარქზე ლაშა ნაცვლიშვილმა უკვე გაყიდა,ამიტომაც დაიდგა ეს წარმოდგენა-ისინი წამლავდნენ,ჩვენ ვიხსენითო.
ანზორ ჩუბინიძე ( გადამრჩენელიც )იმიტომაა ასეთი მისაწვდომი მედიისთვის.გუშინ შოთაძის მაგივრად აკეთებდა კომენტარებს.
p.s.გავრცელდა ინფორმაცია რომ მისი მოწამვლის ვერსიის თავად პატრიარქს არ სჯერა !!!!–წერს “ქრონიკა+”–ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

 

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლი ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ეს პროვოკაცია- დანაშაული მომზადებულია ივანიშვილის პირადი დავალებით