ელისო კილაძე: უჩა მამაცაშვილის შუამავალი გარიგებას მთავაზობდა

„ჩემი შვილი დააკავა ზუსტად იმ დაწესებულებამ, რომელზეც 2 კვირის წინ დავწერე ძალიან კრიტიკული მასალა,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ელისო კილაძე სუს-ის მოადგილეს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ იოებ გოგაშვილის კაბინეტშია დაგეგმილი მისი შვილის დაკავება.
მისი თქმით, საქმის მოსამართლე, ვეფხვია ლომიძე, „ჩვეულებრივი ქოცია და ეს არის ქართული ოცნების დავალებების შემსრულებელი წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს“.
ელისო კილაძე ითხოვს ფირს, ჩანაწერს, სადაც მისი შვილის დაკავება იქნება ასახული. ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი.
მან ასევე პირველად რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ შვილის დაკავებამდე მას რამდენიმე კვირით ადრე ემუქრებოდნენ.
„ჩემთან იყო მუქარები შვილის დაკავების და ორი კვირის განმავლობაში ამ ფაქტამდე, მისი საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მეშვეობით, შუამავალი დადიოდა ჩემთან, რომელიც მთხოვდა გარიგებას. გარიგების შინაარსი იყო ის, რომ, პირველი, რუსთავი 2-ის საქმიდან გვერდზე დავმდგარიყავი და, მეორე, შემეცვალა ტონი და მთლიანად ვყოფილიყავი ქართული ოცნების განკარგულებაში,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქი მინისტრი ევროპას წმინდა ომს პირდება
შემდეგი სტატიაForeign Policy: გიულენის შესახებ მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც არ არსებობს