“გლდანის ციხეში სასტიკად ნაცემი გიორგი ბაჩიაშვილი ციხის საავადმყოფიდან “ვივამედში” გადაყავთ!
ტყუილად ჩალიჩობენ-იმ 25400 ბიტკოინს ამერიკელები არც ბიძინას დაუბრუნებენ და არც ბაჩიაშვილს! გამოძიება დაიწყო?
გლდანის ციხის დირექტორი,რეჟიმის უფროსი,ბადრაგი,პატიმარი(ები) ვინც ბაჩიაშვილი სცემა-დაკავებულია?!
დაკითხვაზეა?!
ის ხალხი სად ხართ,მიშას დროს რომ პატიმრების უფლებებზე ბღაოდით?!”-წერს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს – ინფორმაცია “TV პირველმა“ გაავრცელა. ბაჩიაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ის ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება. მას ფიზიკურად დიდი ალბათობით შაბათ-კვირას, არასამუშაო დღეებში გაუსწორდნენ.
















