ელისო კილაძე თბილისის პროკურატურაში დაკითხეს. ჟურნალისტი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფრომაციასთან დაკავშირებით დაიბარეს.
კილაძის ინფორმაციით, შაბათს ქრონიკა პლუსის რედაქციაში უცნობმა პირმა ფარული ვიდეოჩანაწერი მიიტანა, რომელზეც დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრებაა ასახული.
მასალა არ გამოქვეყნებულა. გაზეთის რედაქტორი ფაქტს “პროვოკაციად” აფასებს.