ელისო კილაძე: შს მინისტრი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ (ვიდეო)

“ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ცუდიც და კარგიც,” – ამის შესახებ განცხადება გაზეთ ქრონიკა+-ის რედაქტორმა პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

ელისო კილაძის თქმით, ხელისუფლებამ ადგილობრივებთან კონსულტაციები მაია ცქიტიშვილს და ქეთევან ციხელაშვილს შეატოვა და საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ პანკისში შევიდა სპეცრაზმით.

ელისო კილაძე პანკისის მოვლენებს შიდა ომის საკითხს უკავშირებს და სუს-ის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ სუს-მა არ მიაწოდა ინფორმაცია შსს-ს.

„ქისტების ემოციებზე იმუშავა გარკვეულმა სამსახურებმა. სუს-მა არ მიაწოდა, მინიმუმ, ინფორმაცია შსს-ს იმ არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, რაც იყო პანკისში და ვინ გამოიყენა სიტუაცია? დიახ, არ იყო ეს ყველაფერი მომზადებული. დიახ, ეს იყო უწყებრივი ომი და დიახ, შს მინისტრი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. როცა ის პირადად ჩავიდა პანკისის ხეობაში, ადეკვატური გახდა სიტუაცია. სპეცრაზმი აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოსახლეობასთან დაპირისპირებაში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ყველაფერი ასე სპონტანურად დაიგეგმა ერთ საათში და გაჩნდა მოლოტივის კოქტეილები?“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ ქისტების მთელი აგრესია გამოიყენა თამაზაშვილი-ღარიბაშვილის ჯგუფმა, რომელიც ემზადება დასაბრუნებლად და მათ შორის, პანკისის ხეობაში.

გაზეთ ქრონიკა+-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გახარიას პირად მტრად აღიქვამს და მას სურს, სწორედ მისი ადგილი დაიკავოს.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ როდესაც საუბარია ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არ შეიძლება, ამ კონტექსტში განიხილებოდეს მხოლოდ გიორგი გახარია.

 

https://youtu.be/9iMwGXwPQvg

 

banner
წინა სტატიაშილევან ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
შემდეგი სტატიასუიციდის შემთხვევა გორში-25 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა