ელისო კილაძე: სასამართლო კოლეგიაში ზის სამი შაჰიდი ქალი

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. შენობის გარეთ შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფება გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორიც. ელისო კილაძე სასამართლო პროცესების დაჩქარებული წესით მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებშია, რომელსაც სურს, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.

“მოლოდინი არის მძიმე, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაჩქარებული ტემპით დაასრულოს სააპელაციო სასამართლოში პროცესი, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს, რომ მას სურს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ანუ 8 ივნისამდე წაიღოს რუსთავი 2. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის პრემიერმინისტრი, არადა ის ცოტა ხნის წინ გვპირდებოდა, რომ რუსთავი 2 წინასაარჩევნოდ არის ქართული დემოკრატიისთვის გარანტი. ამიტომ, მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართო, ის ადამიანები, ვინც თქვენ გეუბნებიან, რომ რუსთავი 2-ის წაღებით მოიგებთ არჩევნებს და ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, არიან თქვენი მტრები. არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია ომი მედიასთან. სასამართლო კოლეგიაში ზის სამი შაჰიდი ქალი,რომელიც ანგრევს ქართულ სახელმწიფოს.მათგან ერთს,ნატა ნაზღაიძეს ნერვები წესრიგში აშკარად არა აქვს-გამეცინა და დარბაზიდან გამომაძევეს.
კომედიაა.“ – აღნიშნა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ნატა ნაზღაიძე არის ურთმელიძე კაბაში
შემდეგი სტატიაიან კელი: ახლა არ იქნებოდა ჩემგან მიზანშეწონილი, რომ გავაკეთო კომენტარი