ელისო კილაძე: რუსთავი 2-ის შენობაში სპეცოპერაციის ჩატარება იგეგმება

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის განცხადებით ტელეკომპანიოა რუსთავი2-ში სპეცოპერაციის ჩატარება იგეგმება, როგორც ელისო კილაძე ფეისბუკზე წერს, სპეცოპერაცია დაკავშირებული იქნება ნარკოტიკების საქმესთან და რ2-ის შენობაში შესვლაც ამის საფუძველზე მოხდება:

„რუსთავი 2-ის შენობაში ხვალ ან ზეგ სპეცოპერაციის ჩატარება იგეგმება.

კონკრეტული ადამიანი მამუკა დ,რომელიც ტელევიზიიდან გაშვებულია,თანამშრომლობს სუსთან.არსებობს რამდენიმე კადრი,როცა მამუკა დ.ეწევა ნარკოტიკების რეალიზაციას რუსთავი 2-ის შენობასთან.

სწორედ მისი და სხვა პირების მონაწილეობით დაიდგმება ნარკოტიკების რეალიზაციის სცენა შენობასთან,ან შენობის ეზოში.ჩატარდება სპეცოპერაცია და აღიარებითი ჩვენების საფუძველზე შევლენ შენობაში ჩხრეკაზე.“- წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ხულოში – თონეში აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება: აშშ მზად არის, სირიაში “ეშმაკს გაურიგდეს”