ელისო კილაძე: როგორც ჩანს,ელენესთან ეძებდნენ ნარკოტიკს-ძალით გააღებინეს პირი და ყბის დაზიანებაც ამ დროს მიიღო!

“როგორც ჩანს,ელენესთან ეძებდნენ ნარკოტიკს-ძალით გააღებინეს პირი და ყბის დაზიანებაც ამ დროს მიიღო!
დიღმის იზოლატორში ბუქნები და ელექტროდეტექტორიც ამის დასტურია!
აკრძალული ნივთიერება ექსპერტიზაზეაო,წესით ამოღების ოქმი საქმეში იქნება და ადვოკატმა ,უნდა გაასაჯაროვოს,სად ,რა ამოიღეს,რა გააგზავნეს ექსპერტიზაზე (აბი,ფხვნილი,სითხე), ეკუთვნოდა თუ არა ის ხოშტარიას და დნმ ძალის გამოყენებით ხომ არ დაიტანეს !
შსს ამბობს რომ დიღმის იზოლატორში კამერებზეა გადაღებული ყველაფერი-უცნაურია,მაგრამ თანხმობას აცხადებს მის დათვალიერებაზე!
იმედია,ადვოკატები დეტალურად გაივლიან არსებულ ვიდეომასალას!
P.s.ბუქნები დაკავების შემდეგ “საამაყო” პრაქტიკაა ბოლო ოცი წელია.შს ექს მინისტრს, ვანო მერაბიშვილსაც გააკეთებინეს ციხეში!-წერს “ქრონიკა”-ის მთ რედაქტორი ელისო კილაძე.

ელენე ხოშტარია 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.  ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. ხოშტარიამ მოძალადე პოლიციელების გვარებიც დაასახელა.

banner
წინა სტატიაში“შემაშფოთებელია, რომ სექსუალური შევიწროება და ღირსების შელახვა ხშირად მიზანმიმართულად ხორციელდება ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ”-PHR
შემდეგი სტატია“მე ვარ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზირებული ჯარისკაცი… მე ფიცი არ დამიდია ბიძინას პარტიის წინაშე, მე ფიცი დავდე ქვეყნის წინაშე”-გიორგი გუდავა