ელისო კილაძე: რევანში არ შედგა !

პრემიერობის ბოლო წელს კვირიკაშვილი შეეცადა ბოლომდე გაეკონტროლებია სიტუაცია და დაიწყო პარტია “ქართული ოცნების ” ვერტიკალის დალაგება(პარტიის თავმჯდომარეები გახდნენ მერები )
გეგმა იყო მარტივი:
კვირიკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი,პრემიერ-მინისტრი მამუკა ხაზარაძე.( უცხოეთში ვიზიტებისას,რომელსაც ხაზარაძის ლობისტები უწყობდნენ,პრემიერი უკვე ღიად საუბრობდა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე).
შს მინისტრი ბალასტი მღებრიშვილიც მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა თავს კვირიკაშვილის ფრთებქვეშ (კახელების კარტელი მიაყიდა )
ამ ჯგუფისთვის სრულიად მოულოდნელად,ივანიშვილი ორ მინისტრს ცვლის-შს მინისტრად ნიშნავს გიორგი გახარიას,კაბინეტში შეყავს მამუკა ბახტაძე ( ჩემს გარდა ორმა კაცმა იცის ამ საკადრო ცვლილების რეალური მიზეზი)
იწყება დიდი წინააღმდეგობა ხელისუფლების შიგნით-კვირიკაშვილი ხვდება რომ გეგმა აერია.საჭიროა მოქმედება.
13-14 მაისი ,რუსთაველზე “თეთრი ხმაურის” მიტინგი იყო კვირიკაშვილ-კალაძის რევანში გიორგი გახარიას წინააღმდეგ,რომელშიც ჩართული იყო სუსის გოგაშვილის ფრთა(ქართული მარშის კონტრაქციები)
რევანში არ შედგა !
17 მაისი საერთოდ ჩაიშალა !
მერე იყო ზაზა სარალიძის აქციები ,რომელიც კვირიკაშვილმა ირაკლი შოთაძის გადასაყენებლად გამოიყენა(გაირკვა რომ შოთაძის სპეცჯგუფი კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ,ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებდა)
პარალელურად,კვირიკაშვილი შეეცადა გახარიას ცნობილი #ბოდიშის განმეორებას,მაგრამ მას აქციაზე ბოთლები ესროლეს.
ივანიშვილი დაბრუნდა და იმ ცნობილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე,პირველად გაჟღერდა ხაზარაძის გვარი(აქციის დამფინანსებლის რანგში),ქუმსიშვილს მაგიდაზე დაუდეს ჩანაწერი გოგიტა ვაშაძესთან,რომელიც აქციის დაფინანსებას და გაგრძელებას ეხებოდა !
კვირიკაშვილი გადააყენეს !
ხაზარაძეს კი რომელმაც პოლიტიკურ ველზე თამაში მოინდომა,ძველი საქმეები ამოუქექეს.
მისი გალომება და გახარიას წერილზე საჯარო განცხადება კვირიკაშვილის კორუმპირებული ჯგუფის შურისძიებაა -ვა ბანკზე წავიდნენ !
რიგში შემდეგი კახი კალაძეა ,რომელიც ასევე იდგა 13-14 მაისის აქციების უკან (ვერც დამალა “თეთრ ხმაურთან” მისი მეგობრობა)
ივანიშვილი გადავიდა მოქმედებაზე და სხვა გზა არც დაუტოვეს-მშვიდად ვერ დაელოდებოდა,როდის დაამხობდა კვირიკაშვილ-ხაზარაძე !
შემდეგი არეულობის მცდელობა-თბილისი პრაიდია !
რაც შეეხება ტვ პირველს,პირველი რეიდერული შეტევა ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო და მასში დიმიტრი ქუმსიშვილი და თემურ უგულავა მონაწილეობდნენ( შეგნებულად არ ვკონკრეტდები რატომ წავიდა ტელევიზიიდან ნინო შუბლაძე და ვინ მოყავდათ მის ადგილას,რა გეგმა ქონდა სოსოს და ვის ამუშავებდა ჟურნალისტებთან),ეს გეგმა სხვათა შორის,ივანიშვილმა ჩაშალა ,მას მერე რაც ქუმსიშვილის მესიჯების ამბავი გაიგო !
p.s.ამჯერად,მართალია დანაკარგებით,მაგრამ ივანიშვილი არ დამარცხდა,თუ რადიკალური ცვლილებები არ გაატარა,მას სერიოზული პრობლემები შეექმნება,და უკვე არა ხაზარაძესთან,( კვირიკაშვილთან,ალავიძესთან და ა.შ. )ქართველ ხალხთან მოუწევს მძიმე საუბარი!- წერს ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძრისას ხმელი ბალახი და ეკალბარდი დაიწვა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს