ელისო კილაძე-” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება კახი კალაძე და მას ჩაბარდება გარკვეული ფინანსური სქემები”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება კახი კალაძე და მას ჩაბარდება გარკვეული ფინანსური სქემები

 პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება კახი კალაძე და მას ჩაბარდება გარკვეული ფინანსური სქემები“ივანიშვილი პერიოდულად ხვდება თავისი გარემოცვის წევრებს – ის აწყობს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გეგმებს”- ამის შესახებ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ “თაიმერს” განუცხადა.
“ახლანდელი გეგმის მიხედვით, მან გადაწყვიტა საარჩევნო სიის პირველ ნომრად ირაკლი ღარიბაშვილი იყოს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკაში ჩაუხედავი და სრულიად გაუცნობიერებელი ადამინის გადაწყვეტილება. როგორც წესი, საპარლამენტო არჩევნების წინ აღმასრულებელ ხელისუფლებას ან ცვლიან ან კულისებში გადაჰყავთ. ღარიბაშვილს იმდენი დამსახურება აქვს თავის კორუმპირებულ ნათესავებთან ერთად, რომ თუ სიის პირველი ნომერი იქნება, მთელი სამყარო დაირაზმება და ამისთვის მისცემს ხმას? პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება კახი კალაძე და მას ჩაბარდება გარკვეული ფინანსური სქემები. ჩემდა გასაკვირად, ამ სქემაში არ ჩანან რესპუბლიკელები. ვნახოთ, კონტურები მალე გამოჩდება” – განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშივიზების ლიბერალიზაციის საკითხზე 17 პარტიის მიმართვას ,,ქართული ოცნება” ხელს არ აწერს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: არავის ნამუს არ შევუნახავ– მითუმეტს ასეთ უნამუსობაზე (ვიდეო)