ელისო კილაძე: მე თქვენი ჯიბის პრემიერი არა ვარო…

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიას გადადგომამდე წინა საღამოს, ქართული ოცნების პარტიის ოფისში ნიკა მელიას დაკავების ვადები და ფორმები განიხილებოდა. როგორც კილაძე “დღის სტუმარში” საუბრისას ამბობს, გიორგი გახარია ენმ-ს ოფისში შეჭრის კატეგორიული წინააღმდეგი ყო, ხოლო ირაკლი კობახიძე პირიქით – დაჟინებით ითხოვდა შტურმს:

ამ მომენტისათვის გახარიამ მძიმედ გაჭედა, აგინა კობახიძეს და იქვე თქვა – მე თქვენი ჯიბის პრემიერი არა ვარო და ასევე არ უპასუხა ივანიშვილის ზარს, რომელიც ასევე ენმ-ს ოფისის შტურმს ითხოვდა ” ამბობს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ, 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად სწორედ ნიკა მელიას საქმეზე, გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. ქართულმა ოცნებამ გახარიას შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

banner
წინა სტატიაშისუბარი: პროტესტის გამოხატვის უფლება არ მოიცავს არც კარვის დადგმის უფლებას, არც ციხე სიმაგრის და არც ცხრა სასახლის აშენების უფლებას
შემდეგი სტატიამარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია