ელისო კილაძე მანანა კობახიძეს მეხსიერების დაბრუნებაში დაეხმარება

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაგაზეთ “ქრონიკა+”-ის  რედაქტორი  ელისო კილაძე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის მზად არის, მაგრამ მანანა კობახიძეზე გავრცელებული ინფორმაციების უარყოფას არ აპირებს.ამის შესახებ ჟურნალისტმა განცხადება გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

„ქალბატონი კობახიძე იატაკქვეშეთში გადავიდა, რადგან ის თუნდაც ამ ეთერში საინტერესო საცირკო წარმოდგენებს აწყობდა. მე მაქვს ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ სწორედ სააღდგომო შეწყალების დღეებში მანანა კობახიძემ ერთ დღეს ალეკო ელისაშვილს 6 მესიჯი გაუგზავნა. თუ ქალბატონ კობახიძეს მეხსიერება არ დაუბრუნდება და შინაარსსაც ვერ გაიხსენებს, ჩვენ მათ დავეხმარებით შინაარსის გახსენებაშიც.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავასაჯაროვე, იყო სრული სიმართლე და, თუკი სასამართლო იქნება მიკერძოებული და ჩემგან მოითხოვს ამ ფაქტების უარყოფას, მე ამ გადაწყვეტილებას არ შევასრულებ და მზად ვარ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზეც,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მანანა კობახიძემ და ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს მითითება, რომ თავი იმართლონ და ამის შედეგია მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.

„მათ უნდა იფიქრონ საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, როდესაც ინტერესდებიან მხოლოდ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებით. ამ დეპუტატების გარდა, იმედია, საზოგადოებას პასუხს მინისტრიც გასცემს, რატომ არის ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ანასტასია ზაუტაშვილი,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

https://youtu.be/4tjhWpkK_XM

banner
წინა სტატიაშიმე ბესელიას და კობახიძეს შევხვდები საგამოძიებო სივრცეში
შემდეგი სტატიათურქეთის ქურთული ოპოზიციის ლიდერი, მწვავე ფონზე მოსკოვში ჩადის…