„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს.
კილაძე პოსტში წერს, რომ მისი დაშინება სასამართლო სარჩელებითა და სატელევიზიო სიუჟეტებით შეუძლებელია.
ჟურნალისტის განცხადებით, „ქრონიკა+“ საქმიანობას მომავალშიც მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული მასალებით გააგრძელებს.
“სოსო გოგაშვილმაც ასე დაიწყო მამუ,გუდაურზე ოფისის პატრონ ნოტარიუსს მიადგა,შვილი სუსში დაუსაქმა,იმან რემონტი უნდა გავაკეთოო და დეკემბრის სუსხში გამოგვყარა გარეთ‼️
გოგაშვილსაც გადაკეტილი ჰქონდა მედია და პარტიული აქტივი თეთრი კონვერტებით ,ხსენებას ვერ ბედავდნენ ,მაგრამ არ უშველა,ერთმა ქრონიკა+-მა მოუგო ომი!
ვიწიას სარჩელით და მისი ტელევიზიის სიუჟეტით აპირებ ჩემს შეშინებას?!
არ გამოგივა‼️მხილება იქნება მხოლოდ ფაქტებით და
მოკლე გზას დაადგები რუსთავის მეთორმეტესკენ🤝🤝🤝
P.s.სახის ფერი არ მომწონს აქ….”-წერს “ქორინიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

















