12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ელისო კილაძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მოწმედ დაკითხვას ითხოვს: ჩაწერილი მაქვს საუბარი აგენტურულ საქმიანობაზე

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, კილაძე გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და აუდიოჩანაწერს, რომელიც ჯორბენაძის გარდაცვალებამდელ საქმიანობას უკავშირდება.

ვალერი გელბახიანმა აღნიშნა, რომ ელისო კილაძესა და ლაზარე ჯორბენაძეს შორის შეხვედრა ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე შედგა, სადაც საუბარი სავარაუდო აგენტურულ საქმიანობას შეეხებოდა.

„ელისო კილაძემ თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაციები შეიცავს დანაშაულებრივ ელემენტებსაც. მან [ელისო კილაძემ] თქვა, რომ ის შემხვდა მე გარდაცვალებამდე, ჩემთან იყო და ჩაწერილიც მქონდა მასთან საუბარიო. საუბარი იყო აგენტურულ საქმიანობაზე — ალბათ, ეს აგენტურული საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, — განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ადვოკატის განმარტებით, კილაძემ პროკურორს საქმეზე გამოძიების დაწყება და მისი მოწმის სახით გამოკითხვა მოსთხოვა, თუმცა ბრალმდებელმა აღნიშნა, რომ საკითხი მის კომპეტენციას სცილდება.

„პროკურორმა ბრძანა, რომ ეს არ არის მისი პრეროგატივა, სხვა პროკურორი და საგამოძიებო უწყება იხილავს მას და მისწერეთ წერილობით ამ უწყებასო“, — დასძინა გელბახიანმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: საპატიმრო კორპუსში შექმნილი ვითარება ნაწარმოებს — “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას” ემსგავსება
შემდეგი სტატია“ეს ჟურნალია, კინო აწი იქნება”- ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილსა და გამოძიების მიმდინარეობაზე