“რუსული კანონის მიღების პარალელურად, ხელისუფლება ხმებს ავრცელებს რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ, დაწყებულია მოლაპარაკება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების თაობაზე! სულ უფრო ხშირად გამოდის ხმები (მათ შორის უცხოური წყაროებიდან), რომ რუსები მზად არიან აფხაზეთში გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ საქართველოს კურსის ოფიციალური ცვლილების სანაცვლოდ. ორი ვერსია განიხილება:
1. კონფედერაცია სადაც აფხაზეთ-სამაჩაბლოს ვეტო ექნება საგარეო კურსზე.
2. აფხაზეთის სამი რაიონის (გალი, ოჩამჩირე, გულრიფში) გადაცემა საქართველოსთვის ოჩამჩირის ბაზის დაკანონებისა და რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ – ეს ბოლო ვერსია აფხაზეთში მასიურად არის გავრცელებული და პანიკა აქვთ სეპარატისტებს.
კრემლი ძალიან უკმაყოფილოა ასლან ბჟანიათი იმის გამო, რომ მათ დაუკითხავად საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა ინალ არძინბა (კრემლის კადრი იყო) და ფაქტობრივად გააგდო აფხაზეთიდან. არძინბას ჰქონდა დავალებული აგენტის და ე.წ. „აპარტამენტების” კანონის გატანა!
ამ დრომდე აფხაზეთში არც აგენტების შესახებ კანონს იღებენ და არც რუსებს უკანონებენ უძრავ ქონებას.
რა ფორმით დასჯის რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს,უახლოეს მომავალში გამოჩნდება,-აცხადებს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.