ელისო კილაძე კოკაინის საქმის დეტალებს ასაჯაროებს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა“2010 წელს,  ხუთი პირი – ანასტასია ზაუტაშვილი და სხვები, საქართველოში 90 კილოგრამი კოკაინის შემოტანისთვის დააკავეს. ჩხრეკის შედაგად ამოიღეს მილიონ შვიდასი ათასი ევრო, ამ სქემის ორგანიზატორი ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც საბერძნეთშია, დაუსწრებლად გაასამართლეს და წითელი ცირკულარით იძებნებოდა,“ – განუცხადა “თაიმერს“ “ქრონიკა +”-ის მთავრმა რედაქტორმა ელისო კილაძემ.

მისივე თქმით, ყველა დაკავებულს მისჯილი ჰქონდა 30 და მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა.

“ჩემი ინფორმაცია იყო ზუსტი: ქალბატონები – ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ჯერ ცდილობდნენ, ეს პირები შეეყვანათ პოლიტპატიმართა სიაში, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა, ირაკლი ღარიბაშვილისა და გელა ხვედელიძის დამსახურებით, ეს პირები ამოყარეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამის შემდეგ, კობახიძემ და ბესელიამ გააგრძელeს შეწყალების თავმჯდომარეებზე ზეწოლა, რათა მათ განსაკუთრებული წესით მოეხდინათ ამ პირების შეწყალება. კანონი ირღვეოდა – ამნისტიით სასჯელი განახევრებული ერთ მათგანსაც არ ჰქონდა. შეწყალების კომისიაში კი შედის და განიხილება მხოლოდ იმ პატიმრის განცხადება, რომელსაც მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი. შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების კომისიამ უარი უთხრა. ამის შემდეგ, ქალბატონი კობახიძე, ასევე, ქალბატონი ბესელია ალეკო ელისაშვილს უგზავნის იმპერატიული ტონის მესიჯს და ითხოვს, რომ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო შეიყვანონ ეს პირები შეწყალების კომიასიის განსახილველ სიაში,“ – აცხადებს “თაიმერთან“ საუბრისას ელისო კილაძე.

მისივე თქმით, არსებობს კიდევ ორი ფაქტი, სადაც პოლიტიმართა სიაში ირიცხებიან ნარკოდანაშულში გასამართლებული პირები.

„ეს გახლავთ ფრიდონ დევრიშაძე და თეიმურაზ გორდელაძე. ერთი მათგანი ორი კილოგრამი ჰეროინის შემოტანის გამო იყო დაკავებული და სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მეორეს კი 12 წლი მიუსაჯეს იმის გამო , რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და თანამზრახველები დააჭერინა. საქმე გვაქს წამლის „ბარიგების“ მფრაველობასთან. სირცხვილია, როდესაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და საქართველოს პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მფარველობენ ძალიან გახმაურებულ ნარკოსკანდალში მონაწილე პირებს. ვფიქრობ, ორივე მათგანს უნდა შეუწყდეს დეპუტატის უფელებამოსილება. „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება არ მემეტება საიმისოდ, რომ წამლის „ბარიგების“ მფარველები იყვნენ ხელისუფლების სახეები, – აცხადებს კილაძე და დასძენს, – მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა აღნიშნული ფაქტების გასაჯაროების შემდეგ და კატეგორიულად ითხოვს, რომ თუ ვინმე „ბარიგას“ მფარველობდა და პატიმრებით ფულს აკეთებდა, არ იყოს დანდობილი და კანონის მთელი სიმაკაცრით დაისაჯოს.“

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი: გადადგეს თანამდებობიდან და დატოვოს პარლამენტარის მანდატიც
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ალეკო ელსიაშვილს პირადი დაცვით სარგებლობას სთავაზობს