ელისო კილაძე: “ჯერ არ ყოფილა საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება, რომელმაც მედიასთან ომი მოიგო”

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

kiladze“საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანა დააბრუნა სამართლებრივ გზაზე და მისცა შანსი ყველა ინსტანციის სასამართლოს მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში განიხილოს და დაასრულოს „რუსთავი 2“–თან დაკავშირბეული დავა”– ასე ეხმიანება “ქრონიკა+”–ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ გახლავთ კერძო დავა. ეს არ არის მეპატრონეების სურვილი დაიბრუნოს ტელევიზია. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის წარუმატებელი ბრძოლა „რუსთავი 2“–ის ხელში ჩასაგდებად. მე მას ვურჩევ გადააყენოს თანამდებობიდან თეა წულუკიანი, რომელიც მას პირდებოდა, რომ მოსამართლე ურთმელიძე კარგად გაართმევდა ამ დავალებას თავს და საბოლოო ჯამში „რუსთავი 2“ აღმოჩდებოდა “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ.

ელისო კილაძე კიდევ ერთხელ მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და ურჩევს უფრო ყურადღებით მოუსმინოს იმ ადამიანებს, რომლებიც მას აკრიტიკებენ და არა მლიქვნელებს. სხვა შემთხვევაში, როგორ ქრონიკა+”–ის მთავარი რედაქტორი აცხადებს,ის მიდის იმ გზით, რომელსაც ჰქვია გზა არსაით!

„უკვე დაიწყო საარჩევნო–2016 წელი და მას ძალინ ბევრი პრობლემა ელოდება წინ ამ გარემოცვის, ამ მრჩევლების და ამ იურიდიული სამსახურების წყალობით. „რუსთავი 2“–თან ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა, ეს ასეც იყო მოსალოდნელი და ვიტყვი იმას, რასაც ვამბობდი ყოველთის – ჯერ არ ყოფილა საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება, რომელმაც მედიასთან ომი მოიგო“ – აღნიშნა ელისო კილაძემ.

“ქრონიკა+”–ის მთავარი რედაქტორი არაფორმალური მმართველის მხრიდან გამოუსწორებელ შეცდომებზე საუბრობს. მისი განცხადებით ის დაუპირსპირდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების საეჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადამიანებს, რომლებმაც მათთან ურთიერთობა კეთილი რჩევით დაიწყეს. „მინდა შევახსენო ბატონ ივანიშვილის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იყო სწორედ 2012 წლის პირველ ოქტომბერს გარანტი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და არ მოხდა სისხლისღვრა. ჩვენ სტრატეგიულ პატნიორთან დაპირისპირება, როგორც მას პირადად, ასევე ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს – აცხადებს “თაიმერთან” “ქრონიკა+”–ის მთავარი რედაქტორი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, საარჩევნო გარემოზე ნაწილობრივ ცვლილებებზე მაინც წამოვიდეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ოლიგარქები მოსაცილებელია ქვეყნის მმართველობიდან