ელისო კილაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართავს

2017 წლის 13 მარტს დააკავეს ჩემი შვილი და “ქრონიკა+”-ის თანამშრომელი დავით ხარშილაძე, მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. საქმეში ოფიციალურად ფიგურირებდა ორი პოლიციელის ჩვენება, რეალურად დაკავების ადგილას იმყოფებოდა ათამდე პოლიციელი, ოპერაციას კი შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი ხელმძღვანელობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება არ გაიზიარა და დავით ხარშილაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა. მეტიც განაჩენში მიუთითა, გამოძიების არაპროფესიონალიზმსა და არაკომპეტენტურობაზე. მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ახალი მტკიცებულება, არგუმენტი ან მოწმე არ წარმოუდგენია. ორი დღის წინ კონფიდენციალურმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობის ნაწილი დავით ხარშილაძის გამამართლებელი განაჩენით უკმაყოფილოა და ისევ ითხოვენ ჩემს სამაგალითო დასჯას. კერძოდ,ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეები სოფიო კილაძე და ეკა ბესელია. წყაროს მტკიცებით ეკა ბესელიას მოადგილის ვანო ზარდიაშვილის მეშვეობით შესაძლოა ხორციელდებოდეს ზეწოლა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლის მიზნით. მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, 2018 წლის 22 მარტს ჩანიშნული პროცესი წარიმართოს მათი მონიტორინგის პირობებში და სასამართლო კოლეგიას მიეცეს სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. დეპუტატთა ჯგუფმა ვერ შეძლოს ზეგავლენით ვაჭრობა და დამოუკიდებელ მედიაზე მორიგი რევანში-აცხადებს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიკვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება
შემდეგი სტატიადმანისში, ოპოზიციამ და RMG GOLD-მ შეთანხმებას მიაღწიეს