ელისო კილაძე: გინდათ თუ არ გინდათ,მოგწონთ თუ არ მოგწონთ,მიშა არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

გათავისუფლდით მიშას კომპლექსისგან :
გინდათ თუ არ გინდათ,მოგწონთ თუ არ მოგწონთ,მიშა არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში.
რვა წელია ქვეყნიდან დევნილია და ამ არჩევნებზე მისმა პარტიამ აიღო 28%.
თუ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ოცნება სახლში უნდა გავისტუმროთ,კეთილი ინებეთ და 2,3,4 და 5 %-იანმა პარტიებმა მოთოკეთ საკუთარი ბუმბერაზი ამბიციები !
მიშამ ეს გააკეთა-პრემიერის პოსტი დადო საერთო ყულაბაში !!
არც ელისაშვილის,არც უსუფაშვილის,არც ხაზარაძის და არც სხვების გასამიჯნი სააკაშვილს არაფერი სჭირს !
შეცდომები-კი ბატონო,ჰქონდა !
თქვენ უშეცდომოები ხართ?-არა !
დავთვალოთ?-არა,არ გვინდა !
ვაკრიტიკებდი და მომავალშიც ბევრჯერ გავაკრიტიკებ,ოპონენტიც ვყოფილვარ და მხარიც დამიჭერია,პირადად შევხვედრივარ და მითქვამს ის რასაც ვფიქრობდი, გავბრაზებულვარ და გაბრაზებულა,მაგრამ ერთი რამ არის უდაო-მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი !
და დევნილი პრეზიდენტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს !

 

ელისო კილაძე

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი