“მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ შვილის სიკვდილს‼️
იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისო,-ეს ერი ვართ ჩვენ!
ღმერთი სიყვარულია და თუ შვილმოკლული მშობელი ნუგეშს ეკლესიაში ეძებს,ამას იმადლებით?!
უფალი დიდია და მოწყალე❣️,-წერს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართებდა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების სხვადასხვა შეძახილის საპასუხოდ კეკელიამ განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ. ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“.მისივი განცხადებით, მღვდელი რომ დასჭირდებათ, ჩვენ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?!