ელისო კილაძე: ღარიბაშვილის დაბრუნების მიზანი ბიძინა ივანიშვილის “ცხოველების ფერმაში” ერთგვარი ბალანსის დაცვაა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 6, 2019 00:12

ელისო კილაძე: ღარიბაშვილის დაბრუნების  მიზანი ბიძინა ივანიშვილის “ცხოველების ფერმაში” ერთგვარი ბალანსის დაცვაა

“ის დაბრუნდა ძალიან მარტივი ამოცანით და ძალიან ვიწრო პარტიული ამოცანით, ეს არის ბალანსი,” – ეს განცხადება ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ ოცნებაში დაბრუნების შესახებ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაბრუნდა, როდესაც მას კახეთის რეგიონი ჰქონდა ჩაბარებული.

ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ღარიბაშვილს პოლიტიკურ როლს დღეს “გადაჭარბებულად” არ უყურებს.

„ის, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი და ამავე დროს, ირაკლი ღარიბაშვილი იყო პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, დღეს პარტიაში დააბრუნეს გია ვოლსკის ადგილას და დაიჭირა მან მისი თანამდებობა… მე ასე ტრაგიკულად ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას არ ვუყურებ და არც მის როლს არ ვუყურებ ძალიან გადაჭარბებულად. ის დაბრუნდა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მას ჰქონდა ჩაბარებული კახეთი. ლექსო თამაზაშვილს და მის ნათესავებს ჰქონდათ ცალკე შტატები კახეთში და კახეთი როგორი შედეგით დასრულდა ზოგადად ოპოზიციისთვის, ჩვენ ვიცით. ის დაბრუნდა ძალიან მარტივი ამოცანით და ძალიან ვიწრო პარტიული ამოცანით, ეს არის ბალანსი იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის “ცხოველების ფერმა” აჯანყდა და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა გარკვეული პრეტენზიები არა სამართლიანობისთვის, არა მოსამართლეებისთვის, არა მართლმსაჯულების გულშემატკივრობისთვის, არამედ საკუთარი გავლენებისთვის სასამართლო სისტემაზე და უზენაეს სასამართლოზე, ამ პერიოდში გარკვეული ბალანსი დაირღვა,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ ოცნებაში დაბრუნების მიზანი ერთგვარი ბალანსის დაცვაა.

„პარტიული ვერტიკალი ქართულ ოცნებაში აღარ არსებობს. ეს არის, ფაქტობრივად, მოშლილი. ადგილებზე პარტიული ორგანიზაციები აღარ არსებობს და მე რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ყველაფერს ვერ ააწყობს,“ – ამბობს კილაძე.

ელისო კილაძე 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გაშვების ერთ-ერთ ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მის რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან კავშირს უკავშიდება.

„ამერიკელებისთვის ღარიბაშვილი მისაღები ფიგურა არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, მას აქვს გარკვეული კავშირები რუსებთან. სხვათა შორის, თანამდებობიდან მისი მოულოდნელი გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ის დამოუკიდებელ კავშირებში გამოიჭირეს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან და ვიცი ვისი მეშვეობითაც იყო ეს კავშირები. ეს იყო არშბა, დეპუტატი რუსეთის დუმის, ედიანაია რასიას ფრაქციის მოადგილე. ღარიბაშვილი იმყოფებოდა მისი სასტუმროს გახსნაზე ბათუმში და მაშინ რაღაც მოლაპარაკებები და ა.შ. იყო,“ – აცხადებს კილაძე.

 

https://youtu.be/EQLB2GEDpEg

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 6, 2019 00:12

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics