ელისო კილაძე: გადაწყვეტილება დაწერილია

„გადაწყვეტილება დაწერილია გუშინ, დაიწერა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კაბინეტში, ეკა ბესელიას მონაწილეობით,“ – განაცხადა გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე.

მისი თმით, გადაწყვეტილება, რომელსაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა გამოიტანს, ვერ აღსრულდება, რადგან გადაწყვეტილება წინასწარ არის დაწერილი.

„არის სრულიად უსუსური არგუმენტები, იმისათვის, რომ რუსთავი 2 დაუტოვონ ქიბარ ხალვაშს. ქიბარ ხალვაში დღეს საქართველოში ჩამოვიდა და ის ელოდება იმას, რომ ტრიუმფით შევა რუსთავი 2-ში,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშირაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია
შემდეგი სტატია“თუ ხელისუფლებას რევოლუცია მოენატრა, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების რევოლუცია”