ელისო კილაძე: ეს არის გრუს მიერ მართული ჯგუფი, რომელიც თავშეფარებულია ჩვენს ეკლესიაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2017 23:14

ელისო კილაძე: ეს არის გრუს მიერ მართული ჯგუფი, რომელიც თავშეფარებულია ჩვენს ეკლესიაში

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, საპატრიარქო სასულიერო აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ანდრიაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ანდრიაძემ კილაძეს მკითხავი უწოდა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა.

როგორც კილაძე აცხადებს , საპატრიარქოში მოქმედებს გარკვეული ჯგუფი,რომელიც მისი აზრით რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ იმყოფებიან და მათი დაკვეთით მოქმედებენ
,,ეს არის გრუს მიერ მართული ჯგუფი, რომელიც თავშეფარებულია ჩვენს ეკლესიაში. ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული ან გასასამართლებელი ადამიანების მფარველობა ნიშნავს, რომ რუსული სპეცსამსახურების პირდაპირ დავალებას ასრულებენ. მით უმეტეს მაშინ და იმ ფონზე, როცა რუსეთი ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ითხოვს ანტიტორორისტული ოპერაციის ჩატარებას ჩვენს ქვეყანაში. გახსოვთ ლავროვის განცხადებები რასაც მოჰყვა პრეზიდენტის და აშშ-ს ელჩის ვიზიტი პანკისის ხეობაში და სწორედ ამ ვიზიტმა გადაარჩინა მაშინ პანკისი გარკვეული პროვოკაციებისგან. მე ვფიქრობ ,რომ ესენი არიან რუსული გავლენის აგენტები სწორედ ანდრიაძე და პატრიარქის მდივანი თეთრუაშვილი”-აცხადებს ელისო კილაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2017 23:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,425
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics