ელისო კილაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ერთ-ერთია ვინც პატიმრების შეწყალებაზე „ფული გააკეთა“

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ასე, ალეკო ელისაშვილს ვენდობი. ალეკო არის ძალიან წესიერი ადამიანი თავისი ცხოვრების წესით და მას არაფერში არ სჭირდება არც პოლიტიკური სპეკულაცია და არც ვინმეზე რამეს მოგონება. მეორე, ხელისუფლების წარმომადგენლები დიახ აკეთებდნენ ფულს, განსაკუთრებით ეს მოხდა პოლიტპატიმრების სიების შედგენისას. როდესაც პოლიტპატიმრების სიაში აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირები. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე და კონკრეტიკა უფრო მოგვიანებით შემეძლება”-აცხადებს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

როდესაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის გასამართლებული პირები იქნენ შეწყალებული, მე შემიძლია გითხრათ, რომ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პატიმრების შეწყალებაზე ეკა ბესელია აკეთებდა ფულს. მას შემდეგ რაც პრეზიდენტთან და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მათ უკვე აღარ ჰქონდათ გავლენები იმისა რომ შეწყალების კომისიაში საკუთარი მოთხოვნები გაეტარებიათ, ამის შემდეგ იყო ტაშფანდურით როცა შეხვდნენ პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების იდეას. მე ასევე შემიძლია გითხრათ, რომ უდოს კომისიაში, ქალბატონი ბესელია და სხვა პირები ნამდვილად საეჭვო მაქინაციებით იყვნენ დაკავებულები და სამი კანონიერი ქურდია გაშვებული მათი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, კონკრეტული გვარებიც მქონდა გამოქვეყნებული თავის დროზე. მე ვიცი რომ ელისაშვილმა მისცა ჩვენება პროკურატურას. არ გამოვრიცხავ, რომ მან ნამდვილად ჩააყენა საქმის კურსში თავის დროზე ბადაშვილის უწყება. ეს არც პირველი საქმეა და არც ბოლო როცა ბადაშვილმა მისი ხელმძღვანელობის დროს თაროზე შემოდო რაღაც საქმეები და არ გამოიძია. არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა და საბოლოო შედეგს მივიღებთ. თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების გვარებს ნამდვილად გავიგებთ, ვინც მონაწილეობდნენ აღნიშნულ საქმეში. მე ვიცი, რომ 2012 წლის ბოლოს, 2013 წლის დასაწყისში მაშინდელ ძალოვან უწყებასაც ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკუთარი გუნდის წევრები ნამდვილად იყვნენ დაკავებულები პატიმართა შეწყალების საქმეში ფულის კეთებით და ნამდვიალდ პოლიტპატიმართა სიაში ადამიანები მოხვდნენ გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ. უნდა დაველოდოთ გამოძიებას სადამდე და ვისთან მივა. მე იმედი მაქვს რომ ალეკო ელისაშვილი ყველა იმ დამიანის სახელს და გვარს დაასახელებს ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა“,-განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო:

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი: დარჩენილი ცხოვრების გატარება საქართველოში მინდა…
შემდეგი სტატიადაღესტანში მალე დასრულდება გზის მშენებლობა, რომელიც საქართველომდეც მივა