ელისო კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი დაკითხვაზე დაიბარეს. ელისო კილაძის საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გუშინ გაზეთში გამოქვეყნებული მასალებია. მათ შორისაა ბრალდებულთა შეცვლილი ჩვენებები და ეკა ბესელიას განცხადება.

ელისო კილაძის განმარტებით ეკა ბესელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობის დროს, თანხმობა განაცხადა, რომ ამ საქმეზე დაკავებულებს გაფორმებოდათ საპროცესო შეთანხმება.

მისი მტკიცებით, ეს ფაქტი ადასტურებს ბესელიასა და პროკურატურის შეთანხმებულ მოქმედებას.

კილაძე თბილისის მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზეა დაბარებული.

„ჩვენი განცხადების საფუძველზე ღურწკაია და რამდენიმე პირი დააკავეს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელიც არის დაზარალებული ამ საქმეში თანხმობა მისცა ჰუმანურობიდან გამომდინარე თურმე, სანამ ამ ადამიანებმა ბრალი აღიარეს, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. ბუნებრივია ქალბატონმა ბესელიამ ამ კითხვას უნდა უპასუხოს, რამ აიძულა ის ყოფილიყო ასეთი ჰუმანური და დათანხმებოდა პროკურატურის ამ შემოთავაზებას,“-აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძე მკურნალობას კვლავ ჩაფიძის კლინიკაში განაგრძობს
შემდეგი სტატიაე. წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ