ელისო კილაძე: ჩემი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დავით ახრახაძემ დაგეგმა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაგაზეთ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ მისთვის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

“ახალი დეტალი იურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში.
საქმეზე ბრალდებულ გია სოსანაშვილს მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე სისტემატურად სტუმრობდა კიტოვანის გვარდიელი დავით ახრახაძე.
ჩემი წყაროს ინფორმაცით,იურა ვაზაგაშვილის მკვლელობა სწორედ დავით ახრახაძემ დაგეგმა.
გამოძიება ახრახაძის პერსონით არც დაინტერესებულა-მეტიც მას სამსახური მისცეს და ვეტერანთა დეპარტამენტში დაასაქმეს იმერეთში. მფარველობდა ჯერ ირაკლი შიხიაშვილი, მერე კობა კობალაძე.
იმედია, ვაზაგაშვილის საფლავზე ამოღებული მეორე უცნობი დნმ-ის ნიმუში შენახულია.
დავით ახრახაძეც დაისჯება ძალიან მალე !!!!
მოუწევს დამკვეთის დასახელება !!!!”, – წერს ელისო კილაძე “ფეისბუქში”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს
შემდეგი სტატიაბურჯანაძე ტრამპის ხელმოწერილ დოკუმენტს აფასებს