ელისო კილაძე: ჩატაევი შემოიყვანეს საზღვარზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებულად

„შსს ამ ოპერაციაში ჩართული საერთოდ არ ყოფილა სპეცოპერაციის ორივე დღეს, შსს-ს ქვედანაყოფები იცავდნენ მხოლდო გარე პერიმეტრს,“ – ეს განცხადება გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

კილაძე აცხადებს, რომ ორი თვის წინ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებულად შემოუშვეს ჩატაევი.

„ჩატაევი და მისი ჯგუფი 2 თვის წინ დაახლოებით, შემოიყვანეს საზღვარზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებულად. ეს იყო ე.წ. თეთრი დერეფანი და ისინი საქართველოში შემოვიდნენ გამოსაზამთრებლად,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

მისი თქმით, ჩატაევი არა ტერაქტისთვის, არამედ გამოსაზამთრებლად შემოვიდა და განმარტავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც საზღვარზე უპრობლემოდ გადმოვიდნენ.

მისი თქმით, ამ ოპერაციისთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყო, რასაც კილაძე თავის წყაროზე დაყრდნობით ამბობს. ელისო კილაძის ინფორმაციით, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ კუპრაშვილმა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნიკოლეიშვილმა.

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ ჯგუფს სოლიდური რაოდენობის თანხაც აეღოთ ამ ჯგუფის შემოყვანაში.

ელისო კილაძე ასევე, აღნიშნავს, რომ უწყებებს შორის დაპირისპირება იყო, რადგან მათ შორის კოორდინაცია არ იყო და არ იცოდნენ, რომ ტერორისტები ამ ბინაში იმყოფებოდნენ.

„ინფორმაციას ვაზუსტებ, სავარაუდოდ, მე მექნება იმ ავტომანქანის ნომრები, ვინც შემოიყვანა ეს ჯგუფი სარფის საბაჟოდან,“ – აცხადებს კილაძე.

კილაძე აცხადებს, რომ ჩატაევს შაჰიდის ქამრით თავი არ აუფეთქებია და აცხადებს, რომ სპეცოპერაციის ამოცანა კვალის გაქრობა იყო.

 

 

https://youtu.be/cTvYGFA3wus

banner
წინა სტატიაში“ახმედ ჩატაევი საქართველოში ქართულმა სპეცსამსახურმა რუსეთის სპეცსამსახურის მოთხოვნით შემოიყვანა”-დავით მაყიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთმა სთხოვა საქართველოს, რომ “ჩატაევი მანდ შეინახე,” ცოტა გაუგებარია – შოთა უტიაშვილი